ახალი ამბები

თბილისში კლდის ნაწილი ჩამოიშალა [Video]

14 აგვისტო, 2013 • 1189
თბილისში კლდის ნაწილი ჩამოიშალა [Video]

მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის დამაკავრიშებელ ესტაკადასთან, დაახლოებით ხუთ საათზე, კლდის ნაწილი ორგან ჩამოიშალა. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის თქმით, ერთგან კლდის უმნიშვნელო ნაწილი ჩამოიშალა, ხოლო მეორეგან- ესტაკადის დასაწყისში, სანაპიროსთან, კლდის უფრო დიდი ნაწილი. 

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა წყლის წნევით კლდე ჩამორეცხა, რათა კლდის სუსტი ქანები ბოლომდე ჩამოერეცხა. გიორგაძის თქმით, შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი