ასევე, როგორც მარგველაშვილის შტაბში აცხადებენ, ცესკოში “ქართული ოცნების” კანდიდატის წარმომადგენლები დეპუტატი ირინა იმერლიშვილი და ლაშა აბაშიძე იქნებიან.
მარგველაშილი რეგისტრაციის თაობაზე ცესკოს ოფიციალური განაცხადით დღეს, 15:00 საათზე მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია გუშინ, 12 აგვისტოს სენაკის რაიონიდან დაიწყო. მის საარჩევნო შტაბს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.
