ახალი ამბები

კახა კოჟორიძე: ამ სიტუაციაში ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა ნამდვილად არ არის სასურველი

12 აგვისტო, 2013 • • 966
კახა კოჟორიძე: ამ სიტუაციაში ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა ნამდვილად არ არის სასურველი

კახა კოჟორიძე მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ხარატიშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას არა არჩევნებამდე ორი თვით ადრე, არამედ 4 თვით ადრე გააკეთებდა.

 

“მას [ხარატიშვილს] ჰქონდა საარჩევნო კუთხით გამოცდილება და წინა არჩევნები, ავად თუ კარგად, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩატარდა. ახლა, ამ სიტუაციაში ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ საარჩვენო პროცესისთვის მთლიანობაში ეს დამაბრკოლებელი გარემოება იყოს, თუმცა, ცხადია, სასურველია, რომ ეს არ მომხდარიყო.  ჯობდა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ან ასე, არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე არ ეთქვა, რომ მივდივარო, ეთქვა ეს 3–4 თვის წინ და ახალ თავმჯდომარეს მეტი დრო ექნებოდა, რომ მომზადებულიყო. ცესკოს თავმჯდომარეობა ნამდვილად არ არის ადვილი თანამდებობა, ეს დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ძალიან შრომატევადი საქმეა”, – განაცხადა მან.

 

ზურაბ ხარატიშვილის ცესკოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე იგი 15 აგვისტოს აპირებს საუბარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი