ახალი ამბები

ვინ შეარჩევს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს

12 აგვისტო, 2013 • • 1180
ვინ შეარჩევს ცესკოს ახალ თავმჯდომარეს

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან საქართველოს პარლამენტის მიერ.

 

წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა, თუმცა, რადგან კანონში დაფიქსირებულია ტერმინი პარტია და არა საარჩევნო სუბიექტი, იგულისხმება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ნაციონალური მოძრაობაა და არა კოალიციაში შემავალი 6 პარტია ცალკე აღებული. შესაბამისად, აზარაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ დასახელებული 3 სავარაუდო კანდიდატიდან ერთს სწორედ “ქართული ოცნების” წევრი პარტიები შეარჩევენ და არა ნაციონალური მოძრაობა. სანამ ზემოხსენებულ 3 კანდიდატს დაასახელებს, პრეზიდენტმა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა გაიაროს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, თავმჯდომარის მოვალეობებს ზურაბ ხარატიშვილის მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან ერთს პარლამენტი აირჩევს.

 

კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 

 

საარჩევნო კომისიაში “ქართულ ოცნებაში” შემავალ პარტიებს ექვსი წევრი ჰყავთ, ხოლო ნაციონლაურ მოძრაობას – ერთი. ზურაბ ხარატიშილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. იგი პოსტიდან წასვლის მიზეზებზე 15 აგვისტოს ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი