11 აგვისტოს, 18:00 საათისთვის, „ბალკლის“ კაპიტნის სახელით ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური მიღებაც. ხომალდზე დიდი ალბათობით ელიან ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მასპინძელი მხარე აცხადებს, რომ ხომალდზე სტუმრობას დადასტურებულად გეგმავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.

 

ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.

 

ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *