ახალი ამბები

2018 წლის საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]

7 იანვარი, 2018 • 4321
2018 წლის საშობაო ალილო თბილისში [ფოტო]

დღეს, 7 იანვარს, საქართველოში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ტრადიციული საშობაო ალილო გამართეს. ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო და სხვადასხვა ცხოველის ფორმის დეკორაციების გამოყენებით მიმდინარეობდა.

მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები. ისინი პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ,  მსვლელობა კი სამების ტაძარში დასრულდა.

თბილისის ქუჩებში მსვლელობისას ალილოს მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს აგროვებდნენ. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სამებაში მიტანილი შემოწირულობები და ტკბილეულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილო სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს, თუმცა გასაბჭოების შემდეგ ეს ტრადიცია აქ აღარ აღინიშნებოდა. ალილო ბოლო რამდენიმე წელია ილია მეორემ აღადგინა.

საქართველოში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ტრადიციული საშობაო ალილო გამართეს © EPA ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი