ახალი ამბებისაზოგადოება

ცვლილებები თბილისის გზებსა და ავტობუსების მარშრუტში 7 იანვრისთვის

6 იანვარი, 2018 • 2430
ცვლილებები თბილისის გზებსა და ავტობუსების მარშრუტში 7 იანვრისთვის

2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი [დღის 12:00 საათიდან], ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეზღუდვებიდან გამომდინარე, იცვლება აღნიშნული ქუჩების მიმართულებით მოძრავი ავტობუსების განრიგიც. მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირის გახსნამდე ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ. მას შემდეგ, რაც ალილოს მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი