ახალი ამბები

სეტყვამ და წყალდიდობამ საგარეჯოს, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტები დააზარალა

9 აგვისტო, 2013 • 1465
სეტყვამ და წყალდიდობამ საგარეჯოს, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტები დააზარალა

საგარეჯოს რაიონში სეტყვის გამო ხეხილის ხეივნები და სასათბურე მეურნეობა განადგურდა. 800 ჰექტარზე დაისეტყვა სათიბი მიწები. სეტყვამ, რომელიც ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დააზიანა ნარგავები და ჩამოანგრია გზები. სოფელ უდაბნოში 180 ოჯახი დაზარალდა. 

 

“რუსთავის2”-ის ინფორმაციითვე, ხონში 500-მდე ოჯახი წყალდიდობამ დააზარალა. ჭარბმა ნალექმა პირველი სართულები და სარდაფები მთლიანად დატბორა. წყალდიდობის გამო შინაური ფრინველი დაიხოცა. დაზიანდა შიდა გზები და კომუნიკაციები.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით სოფლები- ბანძა, ნაჯახაო, ნაგუზაო, მუხურჩა დაზარალდა. დიდი ზიანი მიადგა თხილის ბაღებს. 

 

ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან აანაზღაურებენ. “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბიუჯეტი ზარალის ანაზღაურებას არ ეყოფა, მაშინ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი