ახალი ამბები

კახა მიქაია ზუგდიდში პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს

9 აგვისტო, 2013 • • 1176
კახა მიქაია ზუგდიდში პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს

“კახა მიქაიას მხოლოდ რამდენიმე შეკითხვის დასმა სურდა, მას სააკაშვილისთვის არც ქვები უსვრია და არც კვერცხები, თუმცა პოლიციელებმა რეზიდენციიდან 200 მეტრის მოშორებით გააკეთეს კორდონი და ახლოს არავინ მიგვიშვეს. შემდეგ მოტყუებით უთხრეს მიქაიას, რომ ერთ–ერთი წამობრძანდით და შეკითხვის დასმის საშუალებას მოგცემთო და ამ დროს დააკავეს”, – განაცხადა სორდიამ და დასძინა, რომ აქციის მონაწილეები მიქაიას გათავისუფლებას მოითხოვენ.

 

მისი ინფორმაციით, მიქაია ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი და მას ბრალს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში დასდებენ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან რამდენიმე ათეული მომიტინგე ამ დრომდე რჩება. სორდია ამბობს, რომ ისინი დაშლას დილამდე არ აპირებენ.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და ზუგდიდის სამმართველოს სამორიგეო ნაწილებს, თუმცა არც ერთ მათგანში მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გასცეს. შს სამინისტროს პრესცენტრთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, ხოლო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ განაცხადა, რომ იგი საქმის კურსში არ არის, თუ რა ხდება ზუგდიდში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი