მისი ინფორმაციით, მიქაია ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი და მას ბრალს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში დასდებენ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან რამდენიმე ათეული მომიტინგე ამ დრომდე რჩება. სორდია ამბობს, რომ ისინი დაშლას დილამდე არ აპირებენ.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და ზუგდიდის სამმართველოს სამორიგეო ნაწილებს, თუმცა არც ერთ მათგანში მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გასცეს. შს სამინისტროს პრესცენტრთან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება, ხოლო პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ განაცხადა, რომ იგი საქმის კურსში არ არის, თუ რა ხდება ზუგდიდში.
