“პირველად მე ომის შესახებ გამაფრთხილა 2006 წელს რუსეთის ერთმა მაშინდელმა მაღალი თანამდებობის პირმა. თქვა, რომ პუტინს უნდა ომი და ემზადება ომისთვისო… გიჟიაო–მითხრა. ის საქართველოში არ ჩამოსულა, შევხვდით არა რუსეთში, არამედ უცხოეთში. თვითონ მოითხოვა შეხვედრა. თქვა, რომ არავინ გახლდეს თანო. ახლა დეტექტიურ სცენარს არ გიყვებით, ასეთი შეხვედრები ხშირად მქონია ცხოვრებაში. მივედი, ერთ–ერთ ბარში შემხვდა და მომიყვა… თქვა, რომ გაგიჟადო, ამ ნავთობის შემოსავლების გამო, დღეში შემოდის მილიარდამდე თუ რაღაც ასეთიო და ამან საერთოდ გადააუკეტა ტვინიო და მართლა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი თქვენთან ომიო. თან გიყურებთ, რომ საქართველო პატარაა, რომელიც აღიზიანებს მას, თქვენი რეფორმები აღიზიანებს და ასე შემდეგ. ეს ნიშნები მოდიოდა, და მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობის შიგნიდან. 2007 წელს ამას თვითონ პუტინმაც მომიყვა, ასე რომ, არაფერი საიდუმლო ამაზე არავის არ ჰქონდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ კრემლი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისთვის 2008 წლამდე რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა.





