“პირველად მე ომის შესახებ გამაფრთხილა 2006 წელს რუსეთის ერთმა მაშინდელმა მაღალი თანამდებობის პირმა. თქვა, რომ პუტინს უნდა ომი და ემზადება ომისთვისო… გიჟიაო–მითხრა. ის საქართველოში არ ჩამოსულა, შევხვდით არა რუსეთში, არამედ უცხოეთში. თვითონ მოითხოვა შეხვედრა. თქვა, რომ არავინ გახლდეს თანო. ახლა დეტექტიურ სცენარს არ გიყვებით, ასეთი შეხვედრები ხშირად მქონია ცხოვრებაში. მივედი, ერთ–ერთ ბარში შემხვდა და მომიყვა… თქვა, რომ გაგიჟადო, ამ ნავთობის შემოსავლების გამო, დღეში შემოდის მილიარდამდე თუ რაღაც ასეთიო და ამან საერთოდ გადააუკეტა ტვინიო და მართლა სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი თქვენთან ომიო. თან გიყურებთ, რომ საქართველო პატარაა, რომელიც აღიზიანებს მას, თქვენი რეფორმები აღიზიანებს და ასე შემდეგ. ეს ნიშნები მოდიოდა, და მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობის შიგნიდან. 2007 წელს ამას თვითონ პუტინმაც მომიყვა, ასე რომ, არაფერი საიდუმლო ამაზე არავის არ ჰქონდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც ამბობს, რომ კრემლი საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისთვის 2008 წლამდე რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ომის შესახებ 2006 წელს რუსმა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა

-
27.11.2026 შსს უარყოფს, რომ ბათუმში ინციდენტი პალესტინის დროშას მოჰყვა -
27.11.2026 „ბეშიქთაშის“ ფანებს მხარდაჭერას უცხადებს “გალათასარაი” -
26.11.2026 ერდოღანის პარტიის სპიკერი ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების წინააღმდეგ “ძალადობას გმობს” -
26.11.2026 “იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს -
26.11.2026 ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა -
26.11.2026 ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 17 სახლი დაზიანდა