ახალი ამბები

კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს მსახიობი კეიტ ბლანშეტი

4 იანვარი, 2018 •
კანის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს მსახიობი კეიტ ბლანშეტი

გარდიანის ცნობით, კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ ჰოლივუდელი მსახიობი, ორგზის ოსკარის მფლობელი კეიტ ბლანშეტი აირჩიეს.

ბლანშეტი აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიაში სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში.  მსახიობი 300 გავლენიან ქალს შორისაა, რომელიც ახალი ინიციატივების, Time’s Up აქტიური მონაწილეა და აღნიშნულ თემას ადვოკატირებას უწევს. ავსტრალიელი მსახიობი მეთორმეტე ქალია, რომელიც კანის ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. ფესტივალი 8 მაისს გაიხსნება.

ბლანშეტმა პირველი ოსკარი 2005 წელს მიიღო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, როდესაც კეტრინ ჰეფბერნი განასახიერა მარტინ სკორსეზეს ფილმში “ავიატორი”. მეორე ოსკარი კი 2014 წელს მიიღო ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ვუდი ალენის ფილმში “სევდიანი ჟასმინი”. ბლანშეტს ასევე მოგებული აქვს ვენეციის ფესტივალის ჯილდო ბობ დილანის განსახიერებისთვის ფილმში “მე აქ არ ვარ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი