ახალი ამბები

დახურული შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის

7 აგვისტო, 2013 • • 905
დახურული შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვება:

 

“თბილისსა და ქუთაისს შორის არსებული მანძილი ეფექტური კომუნიკაციის პრობლემას ქმნის. მინისტრები მოხსენებებს გააკეთებენ, ხოლო დეპუტატებს მინისტრებისათვის კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. უმრავლესობასა და მინისტრებს შორის სამუშაო შეხვედრის ძირითად თემებს ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულების საკითხი წარმოადგენს,”- განაცხადა პრესსპიკერმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, სამინისტროს ბოლო 6 თვის მდგომარეობის მაჩვენებელი კარგი აქვს:

 

“უწყებამ 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტი ღირებულების სამუშაოები შეასრულა. ჩვენმა უწყებამ გასულ წელთან შედარებით მეტი რაოდენობის ტენდერი გამოაცხადა და, შესაბამისად, მეტი შესასრულებელი სამუშაო დააკონტრაქტა. ჩვენი დიდი მიღწევა, ასევე, ტენდერების მეტ გამჭვირვალობაა.”

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 31 ივლისს “მე-9 არხის” ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შემცირების თემატიკაზე კითხვები აქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან:

 

“გვექნება შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო წარმომადგენელთან. გვექნება კითხვები, რომელზეც ჩვენც გვინდა პასუხი… ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი დანაპირები მთავრობის მხრიდან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებისგან, რომ მომავალი ექვსი თვე თვისობრივად განსხვავებული იქნება ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვინაიდან ჩვენ პირველი ექვსი თვისთვისაც უფრო მაღალ პარამეტრებზე გვქონდა საუბარი, ჩვენ გვაქვს კითხვები, რომ მომავალი უკეთესობა რა პარამეტრებს, რა გათვლებს ემყარება და პარლამენტმა რა როლი უნდა ითამაშოს ამ ყველაფერში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი