კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა დღეს, 7 აგვისტოს რიგგარეშე სესიის ბოლო სხდომაზე გაიმართა. დეპუტატებმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით 91 ხმით, ერთხმად მიიღეს. 

 

ცვლილების მიხედვით, 7 არასაპარლამენტო პარტია მიიღებს ერთჯერადად 150-150 ათას ლარს, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 7 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი (კოალიცია ქართული ოცნების წევრი 6 პარტია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) მიიღებს 300-300 ათას ლარს.

 

რიგგარეშე სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *