ახალი ამბებირეკლამა

ახალი წლის ღამეს აკრძალული ქმედებები 2018-ში

29 დეკემბერი, 2017 • 3037
ახალი წლის ღამეს აკრძალული ქმედებები 2018-ში

2018 წელი გახლავთ ყვითელი ძაღლის წელიწადი და ასტროლოგებს თუ ვენდობით, არის რაღაცეები, რის გაკეთებაც ამ წლის დადგომისას არ შეიძლება.

ასტროლოგთავე განმარტებით, ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები ძაღლს გაანაწყენებს და შესაძლოა ცუდი წელი გვქონდეს, ამიტომ, თუ ცრურწმენების გჯერათ, მაშინ 2018 წლის დადგომასთან დაკავშირებულ დღესასწაულზე არ ღირს:

[crosslist]

  • მკვეთრი სამოსის ჩაცმა – ძაღლს უყვარს სისადავე და უბრალოება. განსაკუთრებით მოერიდეთ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ცხოველთან ასოცირდება. კარგი იქნება თუ საახალწლო წვეულებაზე კლასიკური სამოსით იქნებით წარმოდგენილი.
  • ახალი წლის სიმარტოვეში აღნიშვნა – ძაღლი გახლავთ მეგობრობის სიმბოლო და მას არ უყვარს ადამიანები, რომლებსაც მეგობრებთან ყოფნა არ სურთ.
  • საახალწლო სუფრაზე ხორცის ნაკლებობა – გახსოვდეთ, ძაღლს უყვარს ხორცეული, ამიტომ რაც მეტი ასეთი პროდუქტი იქნება თქვენს მაგიდაზე, მით უფრო მეტად მოეწონება ეს 2018 წლის მთავარ სიმბოლოს.
  • შინაური ცხოველის შიმშილი – აუცილებლად კარგად დააპურეთ თქვენი შინაური ცხოველი და ამით ძაღლის გულს მოიგებთ.
  • ზედმეტი ალკოჰოლი – ძაღლებს არ უყვართ ალკოჰოლი, ამიტომ ეცადეთ არ გაანაწყენოთ მომავალი წლის მთავარი ცხოველი და არ აიძულოთ მას თქვენი კბენა.
  • ახალი წლის ცარიელი ჯიბით შეხვედრა – ცრურწმენის თანახმად, ეს მთელი წლის განმავლობაში ფულის ნაკლებობის მიზეზი შეიძლება გახდეს;
  • თქვენს საახალწლო სურვილში სიტყვა „არა“-ს არსებობა – ეს სიტყვა ნეგატიურ ენერგიას იწვევს, ამიტომ, მაგალითად, „არ ვიყო ღარიბი“ ამ ფრაზის ნაცვლად თქვით „მინდა ვიყო მდიდარი“.
  • ახალი წლის ქალთა საზოგადოებაში გატარება – ასტროლოგთა აზრით, ძაღლს ეს არ მოეწონება. თუ ისე აეწყო, რომ საახალწლო სუფრაზე მხოლოდ ქალები ხართ, გადით მეზობელთან და უბრალოდ მიულოცეთ დღესასწაული რომელიმე მამაკაცს.
  • საახალწლო სუფრაზე კიბორჩხალას, კრაბის ან ლობსტერის დადება – აღნიშნული თევზეულისგან მომზადებული კერძები 2018 წლის შემობრძანების აღსანიშნავად გაწყობილი სუფრისთვის შეუფერებელია.

[/crosslist]

ასევე, არ არის რეკომენდირებული: ჩხუბი, სკანდალი და ძველი წყენის გახსენება.

გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, საახალწლო ხარჯების დასაფარად, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სწრაფი ონლაინ სესხი vivus ge -ში.

აქ ხელმისაწვდომია 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სესხები 30 დღის ვადით.

თანხის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, აქვს საქართველოში მოქმედი პირადი საბანკო ანგარიში და შეუძლია სესხის დაფარვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი