“დავოსში გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი. საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც სურს, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთოებები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა ხელისუფლების პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზეც დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი ახლობელი ქვეყნები და ასეთი ახლობელი ხალხები ვართ. მინდა ამ თემას დავუბრუნდე და ერთი რამ ვთქვა, რაც ძალიან მინდა მივიტანო მაყურებლამდე, ვთვლი, რომ რაც უნდა კონფლიქტები ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენს ხალხებს აკავშირებს, დაკარგული არ არის. ეს არის ურთიერთსმპათია და მშვიდად ცხოვრების სურვილი.” – განაცხადა მედვედევმა რუსთავი 2- თან საუბარში.





