“დავოსში გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი. საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც სურს, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთოებები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა ხელისუფლების პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზეც დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი ახლობელი ქვეყნები და ასეთი ახლობელი ხალხები ვართ. მინდა ამ თემას დავუბრუნდე და ერთი რამ ვთქვა, რაც ძალიან მინდა მივიტანო მაყურებლამდე, ვთვლი, რომ რაც უნდა კონფლიქტები ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენს ხალხებს აკავშირებს, დაკარგული არ არის. ეს არის ურთიერთსმპათია და მშვიდად ცხოვრების სურვილი.” – განაცხადა მედვედევმა რუსთავი 2- თან საუბარში.
მედვედევი: ივანიშვილს ესმის რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან

-
29.11.2026 ნიუ-იორკში ქართველების ანტიპუტინისტური აქცია გაიმართა -
29.11.2026 შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა -
29.11.2026 ბათუმის მატჩთან დაკავშირებით თურქეთის ელჩი საგარეო უწყებაში „იქნა მიწვეული“ -
29.11.2026 თერჯოლაში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა -
28.11.2026 კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20%