ცვლილებები შევიდა სამ კანონში. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი გარდაიქმნება “შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად”, ხოლო ეს უკანასკნელი – ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებასთან ერთად, განახორციელებს ეროვნულ შეფასებებს და საერთაშორისო კვლევებს.

 

ცვლილება შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში აღარ იქნება სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების შემუშავება, სამინისტრო მხოლოდ დაამტკიცებს ამ პროგრამებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *