საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მნიშვნელოვანია:

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო იმ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიიღებენ ამ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, არსებობენ- არ არსებობენ, ქაღალდზე არიან, ცოცხლები არიან, თუ მკვდრები, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მაინც კარგია, რომ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები გადარჩებიან ამ ქვეყანაში.“
მისივე თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ 14 პარტიას ეზრდება დაფინანსება და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ისიც, რომ 0,1%-იან პარტიებს ერთჯერად დახმარებას მისცემენ:
„პოლიტიკური გადაწყვეტილების მეორე მხარე ის არის, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა უმრავლესობის წევრი ორი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა პარლამენტში. ესაა „მწვანეთა აპრტია“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“. ეს არის სამწუხარო ფაქტი, რაც თავიდან ბოლომდე მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც არსებობს ჩვენს პარლამენტში გარკვეულ პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით.”
გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია ასეთ დროს გუნდს დატოვებდა, მაგრამ თვითონ ამ გადაწყვეტილებას არ იღებს, რასაც ივნიშვილისთვის ღალატის შეუძლებლობით ხსნის:
„ნორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია ალბათ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ასეთი დამოკიდებულების პირობებში დატოვოს ის გუნდი, რომელშიც ის ამდენი ხნის გნმავლობაში მოღვაწეობს. მაგრამ, სამწუხაროდ, იმიტომ, რომ, მაგალითად, “მწვანეთა პარტიის” გასვლა უმრავლესობიდან ძალიან სერიოზულ პრობლემებს სახელმწიფოს საგარეო არენაზე, განსაკუთრებით ევროპის პარლამენტში… ის, რომ ამ გუნდში წარმოდგენილია უმრავლესობაში ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და საყვარელი ადამიანები, რომლებთანაც დამოკიდებულებაში დიდი ხანია ვარ და ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებით იმიტომ, რომ არსებობს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც უმაღლეს და უდიდეს პატივს ვცემ, როგორც უდიდეს საზოგადო მოღვაწეს და არ შემიძლია მას, ასე ვთქვათ, ვუღალატო. ამიტომ, მე გადაწვეტილებას ვერ ვღებულობ დღეს, ყოველ შემთხვევაში, სანამ ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში, უმრავლესობიდან გასვლის შესახებ.“
დეპუტატი უმრავლესობას არ ტოვებს, თუმცა აცხადებს, რომ ფრაქციის და უმრავლესობის სხდომებს არ დაესწრება:
„მაგრამ ვღებულობ გადაწყვეტილებას, რომ უმრავლესობის არც ერთ სხდომას, ფრაქციის არც ერთ სხდომას მე არ დავესწრები, პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულება გუნდის შიგნით არის შეუძლებელი და თუ ვინმემ დაგეგმა ის, რომ მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია უნდა გაქრეს ამქვეყნიდან, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი ისტორიას აჩვენებს ამას, რომ ამას ვერავინ ვერ შეძლებს და ნურც იოცნებებთ ამაზე.“
