“ბოიკა” – საქართველოში ყველაზე პოპულარული ფილმების ათეულის ლიდერი 2017 წელს

საიტ adjaranet.com-ის მონაცემებით, ქართულ ინტერნეტში მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი “ბოიკა: დაუმარცხებელი 4” 2017 წლის ყველაზე პოპულარული ფილმია.

“ნეტგაზეთი” adjaranet.com-დან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს 10 ყველაზე ხშირად ნანახი ფილმის ჩამონათვალს გთავაზობთ.

ბოიკა: დაუმარცხებელი 4

ფილმი რუსი მებრძოლის, იური ბოიკას შესახებაა. ეს ფილმის “დაუმარცხებლის” სერიის მეოთხე ნაწილია, სადაც ბოიკა უმაღლეს ლიგაში იბრძვის გამარჯვებისთვის, თუმცა მოულოდნელად რინგზე მოწინააღმდეგეს კლავს. უეცარი მკვლელობა ბოიკას სინანულის განცდას უღვიძებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა. როდესაც ბოიკა აღმოაჩენს, რომ მის მიერ მოკლული მებრძოლის ცოლი მონურ პირობებში ცხოვრობს, მისი გათავისუფლებისთვის იბრძვის.

ბოიკას როლში სკოტ ადკინსია. ფილმის რეჟისორი კი- ტოდორ ჩაპკანოვი, ფილმი აშშ–ისა და ბულგარეთის თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2017 ლის 27 ივლისს გაიმართა.

ფორსაჟი 8

2017 წელს გამოსული ფილმების ჩამონათვალში მეორე ადგილს “ფორსაჟი 8” იკავებს.

ფორსაჟის მერვე ნაწილში დომი და ლეთი თავიანთ თაფლობის თვეს ჰავანაში აღნიშნავენ, თუმცა მათი სიმშვიდე დაირღვევა, როდესაც დომი ბიძაშვილის, ფერნანდოს დახმარებას გადაწყვეტს. დომი შემთხვევით აღმოჩნდება დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული, რაც მას და მის მეგობრებს ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს.

ფილმში მოქმედება ვითარდება ჰავანისა და ნიუ იორკის ქუჩებში, ასევე, ჩრდილოეთში ბარენცის ზღვის ყინულოვან პეიზაჟების ფონზე. ფილმის გმირები ცდილობენ, რომ მსოფლიო იხსნან ქაოსისაგან.

ფილმში მთავარ როლს კვლავ ვინ დიზელი ასრულებს. მასთან ერთად შარლიზ ტერონი, დუეინ ჯონსონი, ჯეისონ სტეტჰემი მონაწილეობენ. რეჟისორი გარი გრეია. ფილმი 2017 წლის 14 აპრილს გამოვიდა.

კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან

კარიბის ზღვის მეკობრეების ამ ფილმში კაპიტანი ჯეკ ბეღურა ახალი განსაცდელის წინაშე დგება. იგი გაიგებს, რომ მისი დაუძინებელი მტერი კაპიტანი სალაზარი მის მოკვლას ცდილობს. სალაზარი სხვა მოჩვენება მეკობრეებთან ერთად “ეშმაკის სამკუთხედიდან” გამოიქცევა. სალაზარს განზრახული აქვს, რომ ყველა მეკობრე მოკლას, მათ შორის ჯეკ ბეღურაც.

ჯეკ ბეღურა ცდილობს, იპოვოს პოსეიდონის სამკაპი. მან იცის, რომ უძველესი რელიკვიის ფლობა ზღვებზე კონტროლს დაამყარებინებს.

ჯეკ ბეღურას როლში ისევ ჯონი დეპია, მას კომპანიონობას ორლანდო ბლუმი, კირა ნაიტლი, ჯეფრი რაში, ხავიერ ბარდემი უწევენ. რეჟისორები იოახიმ რენინგი და ზესპენ სენდბერგი არიან. ფილმი 2017 წლის 26 მაისს გამოვიდა კინოთეატრებში.

მოანა

ანიმაციური ფილმი “მოანა” გულადი გოგონას, მოანას შესახებაა, რომელიც თავისი კუნძულის გადარჩენისთვის იბრძვის. მოანას ზღვების გადაცურვა მოუწევს, თავის მოკავშირე მაუისთან ერთად, რათა წესრიგი აღადგინოს და კუნძულის მოსახლეობამ მშვიდად ცხოვრება შეძლოს. ფილმი პოლინეზიური მითოლოგიის მიხედვითაა შექმნილი.

ანიმაციური ფილმის გმირებს აული კრავალო და დუეინ ჯონსონი ახმოვანებენ. რეჟისორები რონ კლემენსი და ჯონ მასკერი არიან. ის 2016 წლის 23 ნოემბერს გამოვიდა.

მაშველები

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ემერალდის ყურეში მაშველი მიჩ ბიუქენონი და მისი ჯგუფი მზად არიან, ნებისმიერ დამსვენებელს დაეხმარონ. თუმცა ამჯერად მათ არა დამსვენებლების დახმარება, არამედ თვითონ ემერალდის ყურის გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ ნავთობმომპოვებელი კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ.

ფილმის მთავარი გმირები დუეინ ჯონსონი, ზაკ ეფრონი, ალექსანდრა დადარიო და პრიანკა ჩოპრა არიან. რეჟისორი სეთ გორდონია.

ჩვილი ბოსი

ამ ჩამონათვლის მეორე ანიმაციური ფილმი ჩვილი ბოსის შესახებაა. იგი უჩვეულო ჩვილია, რადგან იცვამს შარვალ-კოსტუმს და საუბრობს ალეკ ბოლდუინის ხმით. ფილმი განსხვავებული მეთოდით მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს ბავშვის დაბადება ოჯახის ცხოვრებაზე.

ანიმაციის მომთხრობი 7 წლის ტიმია, ჩვილი ბოსის ძმა, რომელსაც დედ–მამის სიყვარული და მზრუნველობა არ აკლდა ძმის დაბადებამდე, რომელმაც მისგან მშობლების ყურადღება მიიტაცა.

ფილმის გამხმოვანებლები ალეკ ბოლდუინი, სტივ ბიუქჰემი, ჯიმი კიმელი, ლიზა კუდროუ, ტობი მაკგუაიერი არიან. რეჟისორია ტომ მაკგრათი. ფილმი 2017 წლის 31 მარტს გამოვიდა.

ორმოცდაათი ელფერით მუქი

კრისტიანი და ანა თავიანთი ურთიერთობის გადარჩენასა და გადახალისებას ცდილობენ. ამ დროს არ არის სასჯელი და წესები. მაშინ, როდესაც კრისტიანი თავის შინაგან ფიქრებს ებრძვის, ანას კრისტიანის წარსულთან უწევს  გამკლავება.

ადამიანი-ობობა: შინ დაბრუნება

პიტერ პარკერი სახლში ბრუნდება და ცდილობს, თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. იგი აგრძელებს დეიდა მეისთან ერთად ცხოვრებას და, ამავდროულად, თავისი მენტორის, ტონი სტარკის ზედამხედველობის ქვეშაა. პიტერ პარკერი ცდილობს ირწმუნოს, რომ უფრო მეტი,ა ვიდრე ადამიანი-ობობა, თუმცა ახალი მოწინააღმდეგის გამოჩენა საფრთხის ქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც პიტერ კარკერს გააჩნია.

ფილმი 2017 წლის 7 ივლისს გამოვიდა. მთავარ როლებში არიან: ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი, რობერტ დაუნი უმცროსი, მარისა ტომეი, გვინეთ პელტროუ.

რატომ ის?

ზედმეტად მზრუნველი მამა ნედ ფლემინგი ოჯახთან ერთად არდადეგებზე სტენფორდში სტუმრობს თავის შვის სტეფანის. ნედი აღმოაჩენს, რომ მის შვილს ჰყავს შეყვარებული ლერდ მეიჰიუ – კარგი ყოფაქცევის, თუმცა უცნაური  ადამიანი. იგი მილიონერია, სილიკონ ველიდნა. ნედი ცდილობს, რომ ლერდისა და სტეფანის ურთიერთობა არ გაგრძელდეს.

ფილმი 2016 წლის 234 დეკემბერს გამოვიდა. როლებში არიან: ზოი დოიჩი, ჯეიმს ფრანკო, ბრაიან კერნსტონი.

ლა ლა ლენდი

ფილმი დამწყები მსახიობის, მიასა და ჯაზის მუსიკოსის, სებასტიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, თუმცა მათი პროფესიული მიზნები მათ ერთად ყოფნას შეუძლებელს ხდის.

როლებში არიან: ემა სტოუნი, რაიან გოსლინგი. ფილმი 2016 წლის 31 აგვისტოს გამოვიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com