ახალი ამბები

საახალწლოდ თბილისში “ველო სანტები” ივლიან – მერია

27 დეკემბერი, 2017 •
საახალწლოდ თბილისში “ველო სანტები” ივლიან – მერია

მერიის ცნობით, 28 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პროექტი „ველო სანტები“ აიღებს სტარტს, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის განმავლობაში სანტები თბილისის მასშტაბით, ათივე რაიონში, გადაადგილდებიან, თბილისის მერიის სახელით მოსახლეობას ტკბილეულს
დაურიგებენ, დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ და საახალწლო განწყობას შეუქმნიან.

“ველო სანტები” სტარტს პეკინის ქუჩის ველობილიკიდან, არქივის შენობიდან აიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი