ახალი ამბები

II მსოფლიო ომის დროს ავსტრიის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ქართველი ტყვეების სია

27 დეკემბერი, 2017 • 12496
II მსოფლიო ომის დროს ავსტრიის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ქართველი ტყვეების სია

მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიის მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 72 ქართველი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართველმა სტუდენტებმა, სალომე სალაძემ და მარიკა ბექაურმა მიაკვლიეს. ამჟამად სტუდენტები, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გახსნეს, მაუთჰაუზენში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ეძებენ.

“ყველაფერი 2016 წლის მაისში დაიწყო, როცა ავსტრიის ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში სტუდენტური ექსკურსიის ფარგლებში მოვხვდით. მაშინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ დატყვევებულნი.

ბანაკის ტერიტორიაზე ათეულობით ქვეყანას, ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე, სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. დავინტერესდით, შეგვეძლო თუ არა, იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე ჩვენც აღგვემართა მემორიალური დაფა”, – ამბობენ სტუდენტები.

“მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე ბანაკებში დაღუპულ ქართველთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე უკვე აღმართულია, მისი ოფიციალური გახსნა იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი; ამავე დღეს წარვადგენთ ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ახალ პროექტს “მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები”.

“ვეძებთ ამ სიაში მოხსენიებული ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებს საქართველოში. გთხოვთ, მათზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგვეხმიანოთ ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: georgian.students@yahoo.de”.

[red_box]მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში 1938-1945 წლებში რეგისტრირებულ ქართველთა სია[/red_box]

  1. ავთანდილი ნიკოლოზის-ძე კოჩიაშვილი / Aftandil Nikolaewitsch Kotschiaschwili 28.4.1922 in Wakiri – 27.9.1944 in Mauthausen
  2. ავთანდილი ჩავჩიძე / Awtandil Tschawtschidse 25.12.1914 in Zchaltubo – 30.3.1945 in Gusen
  3. აკაკი კალანდაძე / Akakij Kalandadse 15.5.1907 in Chidistawi/ხიდისთავი – 17.3.1945 in Mauthausen
  4. ალექსანდრე ენუქიძე / Alexandr Enukidse 15.3.1919 in Sestafoni/ზესტაფონი – 20.2.1945 in Mauthausen
  5. ალექსანდრე მიხეილის-ძე ხარაეშვილი / Alexandr Michajlowitsch Charaeschwili 4.11.1912 in Litschi – 31.5.1944 in Mauthausen
  6. ალექსანდრე ჯუხაძე / Alexandr Dschuchadse 1908 in Kurdschana – 23.4.1945 in Gusen
  7. ამბროსი კვეტენაძე / Ambrosij Kwetenadse 15.01.1918 – 6.4.1945 in Gusen
  8. ანდრეი არშბა / Andrej Arschba 17.12.1919 in Otschamtschira – 22.4.1945 in Gusen
  9. ბართლომე ილარიონის-ძე წოწორია / Bartolomej Illarionowitsch Zozorja 1909 – 18.5.1944 in Mauthausen
  10. გიგა ვარდოსანიძე / Giga Wardosanidse 1.3.1912 in Tscheremi/ჭერემი – 28.4.1945 in Ebensee
  11. გივი კინწურაშვილი / Giwi Kinsuraschwili 23.9.1915 in Tbilisi/ თბილისი – 8.7.1943 in Mauthausen
  12. გიორგი ვასილის-ძე ტურეული / Geogrij Wasilewitsch Tureuli 11.7.1911 in Tianeti/ თიანეთი – 27.9.1944 in Hartheim
  13. გიორგი მიხეილის-ძე ხაბარაშვილი / Georgij Michajlowitsch Chabaraschwili 15.1.1916 in Schilda – 4.5.1945 in Ebensee
  14. გიორგი მიხეილის-ძე ხეჩუაშვილი / Georgij Michajlowitsch Chetschuaschwili 25.3.1919 in Tbilisi – 22.5.1944 in Mauthausen
  15. გიორგი სერაფიონის-ძე გრემაშვილი / Geog Serapionowitsch Gremaschwili 13.1.1918 in Grusinskaja SSR – 29.5.1944 in Mauthausen
  16. გრიგოლ ბედოშვილი / Grigorij Bedoschwili 7.5.1906 in Ananuri – 8.7.1943 in Mauthausen
  17. გრიგოლ ერემიას-ძე მოდებაძე / Grigorij Eremeewitsch Modebadze 12.05.1915 – 25.5.1944 in Mauthausen
  18. გრიგოლ ილარიონის-ძე გაბელაშვილი / Grigorij Illarionowitsch Gabeljaschwili 26.8.1922 in Zmuisi – 19.1.1945 in Gusen
  19. დიმიტრი ტურაშვილი / Dmitrij Turaschwili 10.1.1908 in Duisi – 20.3.1944 in Gusen
  20. ევთიხი გურგენიძე / Ewtych Kurgenidse 10.5.1910 in Tscheliagele/ჭალიაღელე – 7.5.1945 in Ebensee
  21. ვალერიანი ლომთათიძე / Walerian Lomtatidse 15.11.1909 in Chidistawi – 4.5.1945 in Ebensee
  22. ვალიკო ბერძენაძე / Waliko Berdsenadse 3.4.1921 in Osurgeti – 27.3.1945 in Gusen
  23. ვარლამ ილიას-ძე კაჭარავა / Warlam Ilitsch Katscharawa 25.1.1916 in Sakatscharowo – 29.3.1942 in Mauthausen
  24. ვასილი ალექსანდრეს-ძე გოზალიშვილი / Wasilij Alexandrowitsch Gosalischwili 16.3.1905 in Tbilisi – 21.9.1944 in Mauthausen
  25. ვასილი ივანეს-ძე მამულაშვილი / Wasilij Iwanowitsch Mamulaschwili 1919 in Achalschin – 23.10.1942 in Gusen
  26. ვასილი ლევანის-ძე ნატროშვილი / Wasilij Lewanowitsch Natruschwili 2.4.1915 in Werchnij Matschan – 9.1.1945 in Hartheim
  27. ვასო ნიკოლაშვილი / Waso Nikolaschwili 8.3.1909 in Baschuj – 15.1.1945 in Gusen
  28. ვახტანგ ვარლამის-ძე მჟავანაძე / Wachtang Warlamowitsch Mschawanadse 10.8.1919 in Bswani – 13.3.1942 in Mauthausen
  29. ვახტანგ შალამბერიძე / Wachtang Schalamberidse 14.2.1920 in Dshichaischi – 28.4.1945 in Ebensee
  30. ვიქტორი თედეშვილი / Wiktor Tedeschwili 15.10.1919 in Telatgor – 23.4.1945 in Gusen
  31. ზაქარი შირაშიძე / Sacharij Schiraschidse 16.5.1918 in Tbilisi – 20.4.1945 in Gusen
  32. თეიმურაზი ირაკლის-ძე ელიაძე / Tejmuras Irakliewitsch Eliadse 1919 in Grusinskaja SSR – 28.11.1942 in Gusen
  33. იაკობი აბრამაშვილი / Jakow Abramaschwili 05.03.1905 – 3.2.1944 in Mauthausen
  34. იაკობი ნადირაშვილი / Jakow Nadiraschwili 02.10.1918 – 17.1.1945 Mauthausen
  35. იასონ ტყეშალაშვილი / Jason Tkaschaschwili 1910 in Maglaki – 23.4.1945 in Gusen
  36. ივანე ლევანის-ძე მენთასაშვილი / Iwan Lewanowitsch Mentasaschwili 1912 Kandaur – 5.10.1944 Hartheim
  37. ივანე ქარიმის-ძე იუსიპოვი / Iwan Karimowitsch Jusupow 1919 in Tbilisi – 29.3.1944 in Gusen
  38. ირაკლი თუაევი / Iraklij Tuaew 1897 – 26.4.1945 Gusen
  39. ისუდალი იოსების-ძე გუჯავიძე / Isudali Iosifowitsch Gudschawidse 1902 in Askana – 26.9.1944 in Hartheim
  40. ლევან ტატიშვილი / Lewan Tatischwili 5.3.1911 in Gori – 17.3.1945 in Mauthausen
  41. ლეო ჩოხელი / Leo Tschocheli 10.12.1916 in Tbilisi – 29.12.1944 in Mauthausen
  42. ლუკა მარკოზაშვილი / Luka Sopoewitsch Markosaschwili 6.1920 in Telawi – 30.10.1942 in Gusen
  43. ლუკა მილორავა / Luka Milorawa 10.9.1918 in Batumi – 28.4.1943 in Gusen
  44. მემედ ფარტენაძე / Memed Partenadse 25.5.1918 in Chelwatschauri – 29.3.1945 in Ebensee
  45. მიხეილი ბაღიძე / Michail Bagidse 25.9.1918 in Batun – 7.4.1945 in Mauthausen
  46. მიხეილი მახნიაშვილი / Michail Machniaschwili 15.8.1901 in Muchrani – 8.7.1943 in Mauthausen
  47. ნიკო გივის-ძე გოგიშვილი / Nikolaj Giwiewitsch Gogischwili 15.7.1904 in Schaschan – 25.6.1944 in Hartheim
  48. ნიკოლოზი გეთიაშვილი / Nikolaj Getiaschwili 1.5.1921 in Gurdschaani – 9.10.1943 inWIENER Neudorf
  49. ნიკოლოზი შერმადინი / Nikolaj Scharmadin 1905 in Lamiskana – 6.3.1945 in Mauthausen
  50. პავლე ჩიკვილაძე / Pawel Tschikwiladse 17.07.1914 – 4.11.1942 in Mauthausen
  51. პენია იპოლიტეს-ძე პირველაშვილი / Penia Ippolitowitsch Pirweljaschwili 23.1.1916 in Bswani – 25.4.1942 in Mauthausen
  52. პიმენი ფოფხაძე / Pimen Popchadse 15.12.1921 Nosiri – 21.4.1945 Gusen
  53. რაჟდენ ვასილის-ძე იაკობიშვილი / Raschden Wasilewitsch Jakobischwili 21.1.1905 in Dschaparidse – 24.4.1944 in Mauthausen
  54. სამსონი კაბადაშვილი / Samson Kabadaschwili 1902 in Batumi – 3.5.1945 in Ebensee
  55. სერგეი ლორთქიფანიძე / Sergej Lortkipanidse 31.3.1917 in Tbilisi – 5.12.1944 in Melk
  56. სიმონ ფირცხალაშვილი / Semen Firzchalaschwili 07.06.1919 – 9.4.1945 in Linz
  57. სიმონი აგრება / Sinion Agreba 2.12.1909 in Suchumi / Аҟәа – 12.3.1945 in Ebensee
  58. სიმონი ქურციკიძე / Semen Kurzigidse 13.3.1916 in Seduban – 21.3.1945 in Mauthausen
  59. ფედოტი გალაქტიონის-ძე გულია / Fedot Galaktionowitsch Gulja 12.2.1912 in Chaskowo – 12.11.1941 in Gusen
  60. შალვა გედევანის-ძე თათოშვილი / Schalwa Kedewanowitsch Tatoschwili 10.5.1915 in Semochodascheni – 3.2.1945 in Gusen
  61. შოთა ჩულხაძე / Schoda Tschulchadse 29.12.1918 in Swiry – 19.4.1945 in Gusen
  62. შუქრი ზურაბის-ძე ირულიძე / Schakri Surabowitsch Irulidse 1894 in Iguet – 12.12.1944 in Mauthausen
  63. Валерьян Кварацхелия / Walerjan Kwarazchelija 25.2.1917 Abastumani /აბასთუმანი – 26.04.1945
  64. Григорий Владимирович Парцвания / Grigorij Wladimirowitsch Parzwanija 15.10.1923 Schamgona /შამგონა – 3.10.1944 Gusen
  65. Илья Бахтадзе / Ilja Bachtadse 15.3.1917 Tbilisi /თბილისი – 5.6.1945 Gusen

სრულად სტუდენტების განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი