ახალი ამბები

რუსეთში II მსოფლიო ომის დასრულებას ბესლანის ტრაგედიის დღეს აღნიშნავენ – პუტინის გადაწყვეტილება

24 აპრილი, 2020 • 1156
რუსეთში II მსოფლიო ომის დასრულებას ბესლანის ტრაგედიის დღეს აღნიშნავენ – პუტინის გადაწყვეტილება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ქვეყანაში 3 სექტემბერს, ბესლანის ტრაგედიის დღეს იზეიმებენ. ინფორმაციას სააგენტო “მედუზა” ავრცელებს.

აქამდე, ომის დასრულებას რუსეთში 2 სექტემბერს აღნიშნავდნენ.

ბესლანის ტრაგედიისას დაღუპულთა მშობლები და ადამიანის უფლებათა დამცველები აღნიშნულ ცვლილებას ეწინააღმდეგებოდნენ. 2004 წელს, სწორედ 3 სექტემბერს, ბესლანის ერთ-ერთ სკოლაში ტერაქტის დროს 186 ბავშვი დაიღუპა. ტერორისტებს სკოლის შენობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი 3 დღის განმავლობაში.

2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო დაეცვა მოქალაქეები აღნიშნული ტერაქტის დროს. მან ასევე დაადგინა, რომ შენობის შტურმისას  რუსეთმა არათანაბარი ძალა გამოიყენა. სასამართლოს განჩინებით, რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა სახელმწიფომ შესაბამისად არ იმოქმედა. რუსეთს კომპენსაციაც დაეკისრა, თუმცა მოსკოვმა გადაწყვეტილება მიუღებლად შეაფასა.

ბესლანის ტერაქტისათვის პასუხისმგებლობა არცერთ რუს მაღალჩინოსანს არ დაკისრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი