ფოტოზე გამოსახული ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობდა. ფრიდმანი მოგვიანებით ინტერვიუებში იხსენებდა, მოულოდნელად როგორ აკოცა მას სრულიად უცხო კაცმა. იმის მიუხედავად, რომ ფოტო იაპონიაზე გამარჯვების სიმბოლოა, დღეს მას გაცილებით მეტი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან, როგორც ტაიმი წერს, იგი ქალის მიმართ საჯარო სექსუალური ძალადობის ფოტოდოკუმენტაციაა.

“კოცნა” – ალფრედ ეიზენშტედის ფოტო. ტაიმს სქვერი, ნიო-იორკი, 1945 წლის 14 აგვისტო. ფოტო: LIFE
რადგან ფოტოზე სახეები დაფარულია, დაახლოებით 1980 წლამდე ფოტოს მოქმედი გმირების ვინაობა უცნობი იყო. გამოჩნდა რამდენიმე წყვილი, დაახლოებით 11 კაცი და 3 ქალი, რომლებიც ამტკიცებნენ, რომ ფოტოზე თავად იყვნენ აღბეჭდილი.









