ახალი ამბები

“ოქროს ფრთა” ჟურნალისტებსა და პარტიარქს გადასცეს

26 დეკემბერი, 2017 • 2473
“ოქროს ფრთა” ჟურნალისტებსა და პარტიარქს გადასცეს

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა “ოქროს ფრთა”  წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორესაც გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალი 26 დეკემბერს გაიამართა, სადაც ილია მეორისთვის განკუთვნილი “ოქროს ფრთა”  პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ აიღო.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, “ოქროს ფრთა” კათოლიკოს-პატრიარქს ერის სულიერი გაძლიერებისთვის, სამოქალაქო მშვიდობის  ხელშეწყობისთვის და სახელმწიფო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

როგორც ლაშა ჟვანიამ პრიზის მიღებისას განაცხადა, დაჯილდოვებამდე პატრიარქთან იმყოფებოდა, სადაც მას სთხოვდა, მიეღო ეს პრიზი.

“მან თავიდან თქვა, რომ იქნებ სხვამ მიიღოს ეს ჯილდოო, მაგრამ ავუხსენი, რომ ჟურნალისტების დიდი ნაწილის სურვილი იყო ეს “,  – განმარტა ჟვანიამ.

მისივე თქმით, პატრიარქმა მიმართვის წაკითხვა სთხოვა. მიმართვაში ილია მეორე ერს ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს.

“უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება -ვიყავი ბოდბეში წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული. გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელ სიგანეზე – ერთსულოვნება. იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან – ერთსულოვნებას! სამებაში ერთსულოვნებაა, ყოვლადწმინდა მამა, ძე და სულიწმინდაში, და ამასვე თხოულობს ჩვენგან. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს, ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ”,  – ნათქვამია კათალიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

პატრიარქის გარდა “ოქროს ფრთით” სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებიც დააჯილდოვეს – დიანა ტრაპაიძე [ტვ პირველი], ნოდარ მელაძე [რუსთავი 2],  ირინა დეკანოიძე [პირველი არხი], ბონდო მძინარიშვილი [ობიექტივი] და სხვები.  სულ 21 პრიზი გაიცა. ოქროს ფრთა მიიღო აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ასევე- სტუდენტებმაც.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი “ოქროს ფრთა” 2003 წელს დაარსდა. ჯილდო “ოქროს ფრთა”  ყოველწლიურად გადაეცემათ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი