ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “არგუმნტებში” სტუმრობისას განაცხადა.
ბურჯანაძის განცხადებით, ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სასამართლოს კოტე კუბლაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მართავს.

“ხელისუფლებას მოსვლისთანავე უნდა დაეწყო იმ დაპირების შესრულება, რომელიც მან გასცა. ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა მოიცავდა მათ შორის სასამართლო ხელისუფლების შეცვლას. “ქართულ ოცნებას” საკმარისი უმრავლესობა ჰქონდა იმისთვის, რომ დაეწყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი, რადგან ყველა ის უსამართლო განაჩენი, რომელიც გამოტანილ იქნა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში, იყო დამტკიცებული სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს კუბლაშვილი. მარტო გირგვლიანის საქმე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რომ კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცესი დაწყებულიყო”.
