ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს

25 დეკემბერი, 2017 • 2593
სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა და ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გიორგი ლუკავას ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლება შეაფასა, როგორც “ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი”.

ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცედენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდებამადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულაფხაზურ ურთიერთობაში“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, 18-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

2016 წლის მარტშიც, მხარეთა თანამშრომლობის შედეგად, სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი