ნეტგაზეთი | ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს – Netgazeti
Batumelebi | RU

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი ჰყავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს. მათ შორის არიან,  გელა მთივლიშვილი (საინფორმაციო ცენტრების ქსელი), მაია მერკვილაძე (აჭარის ტელევიზია) და ლიკა ზაკაშვილი (ლიბერალი). მათ ამ პოზიციაზე შეცვალეს მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ჯაბა ანანიძე. საბჭოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კვლავ გიორგი მგელაძე უხელმძღვანელებს.

დღესვე, გამოვლინდნენ ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული პრინციპის, “ქარტიის პრიზი 2017-ის” გამარჯვებულები.

ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:

ქარტიისა და იუნისეფის სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა ქრისტინე შანავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, გადაცემაში “პირადი ექიმი-მარაი მალაზონია” განხორციელებული პროექტისთვის “მშობლის დღიური”, რომელიც შშმ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებას უწყობდა ხელს.

ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის  მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.