ცვლილებების მიხედვით,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ იმ პირებს ეხება, რომელთა წლიური დასაბეგრი შემოსავალი 600 ლარამდეა. 

 

წარმოდგენილი კანონპროექტი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, აგრეთვე, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება.

 

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, “აღნიშნული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასოფლო- სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულის შშმ პირის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ხოლო 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს – მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.”

 

ცვლილება ეხება ასევე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდის საკითხს. 

 

“ფილტრიანი სიგარეტის შემთხვევაში აქციზის ფასი იზრდება 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო 15 თეთრიდან 20 თეთრამდე იზრდება უფილტრო სიგარეტზე,” – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *