წარმოდგენილ საკანონმდებლო პროექტი ცვლილებების შეტანას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ითვალისწინებს. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტის რიგგარეშე სასესიო სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხდვით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეცვლება სახელი და ეწოდება “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი”. ამასთანვე, იზრდება მისი ფუნქციები. კერძოდ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, აღნიშნულ საჯარო სამართლის იურდიულ პირს უფლება ეძლევა, საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილე ფიზიკური პირების შეფასება განახორციელოს.
“ჩვენ განვიხილავთ სამართლებრივი და სახელწოდების შეცვლის საკითხს. გამოცდების ეროვნული ცენტრი ხდება – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და იზრდება მისი ფუნქციები. რამდენიმე კანონში შედის ერთდროულად ცვლილება. შემოდგომიდან ჩვენ ველოდებით განათლების სფეროში გლობალური რეფორმების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას.”
