ახალი ამბები

წულუკიანი: მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსი გამოიყენონ

30 ივლისი, 2013 • • 1291
წულუკიანი: მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსი გამოიყენონ

მისი თქმით, შრომის კოდექსში არის დაბალანსებული სისტემა როგორც დასაქმებულისათვის, ისე დამსაქმებლისათვის.

 

“ადრე ყველა უფლება ჰქოდა დამსაქმებელს და არანაირი უფლება დასაქმებულს. ახლა დასაქმებულს გაუჩნდა მნიშვნელოვანი და საბაზისო უფლებები, მაგალიად ის, რომ იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ. შეეძლოს ეფექტიანად იჩივლოს სასამართლოში, რაც არ არის ხელწამოსაკრავი უფლება და ბევრი სხვა რამ, თუნდაც ნორმირებული სამუშაო დღე. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ მინდა დასაქმებულებს და დამსაქმებლებს გამორჩეთ, რომ ჩვენ შევქმენით ტექსტი, რომელსაც დღეს აქვს კანონის ფორმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კოდექსი გამოიყენონ” – განაცხადა წულუკიანმა.

 

შრომის კოდექსის პრეზენტაცია
შრომის კოდექსის პრეზენტაცია

მისი თქმით, ძალიან ბევრი დამსაქემბელი კვლავაც არანორმირებული დღით ამუშავებს დასაქმებულებს. დროა, რომ მხარეებმა კოდექსის მიხედვით იმოქმედონ.

 

შეხვედრაზე იმყოფებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი:”მე, პირველ რიგში, საზოგადოების სახელით მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს, რომელმაც აღადგინა “საკანონმდებლო მაცნეს” ბეჭვდითი ვერსია. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში არსებობდეს. ეს შრომიოთი კოდექსი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ იმ ხელისუფლებაში, რმელშიც მე ვიყავი მინისტრი, ჯანმრთელი აზრთა ჭიდილის შედეგად უკეთესი კოდექსი შეიქმნა. მე მიხარია, რომ  ჩვენ გვაქვს ასეთი დაბალანსებული შრომითი კოდექსი”.

 

შრომის კოდექსის სამენოვანი გამოცემა საქართველოს “საკანონმდებლო მაცნეს” აღდგენილ გამომცემლობაში დაიბეჭდა. შრომის კოდექსის ტექსტი ინგლისურად “მაცნეს”მთარგმნელობით ცენტრრში ითარგმნა, ხოლო რუსული ტექსტი საქართველოს პარლამენტში არსებულმა მთარგმნელობითმა ცენტრმა შეასრულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი