ახალი ამბები

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ლიზინგი დაემატება

30 ივლისი, 2013 • • 888
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ლიზინგი დაემატება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლიზინგი მესამე კომპონენტის პირობებით გაიცემა, ოღონდ ლიზინგის შემთხვევაში არაა საჭირო დამატებითი უზრუნველყოფა. ის დანადგარები ან ტექნოლოგიური ხაზები, რასაც მეწარმეები შეიძენენ ამ თანხით, თვითონ მოხდება უზრუნველყოფა. 

 

მესამე პროდუქტი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების დაფინანსებას გულისხმობს. ეს არის გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი, არაუმეტეს 1 მილიონი ლარისა, საშუალოდ წლიური 3 პროცენტი.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 26 ივლისის მდგომარეობით, მესამე კომპონენტში გაცემულია 15.8 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი 128 ბენეფიციარზე, აქედან დაფინანსებულია 25 სტარტაფი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი