ზაქარა ქუცნაშვილის თქმით, კანონპროექტის ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება:

 

“ჩემი ინიციატივით შედგა მოლაპარაკება კოალიციაში შემავალ ყველა პარტიის ლიდერთან და  საქართველოს მთავრობასთან, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული ტექსტის ინიცირების თაობაზე, არა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არამედ უკვე უახლოეს დღეებში. ყველა პუნქტი, რაც კი მემორანდუმში ეწერა, იქნება რეალიზებული, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფის თაობაზე, იქნება გამოყოფილი და ამით თემა -პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ დახურულად გამოცხადდება.”

 

ქუცნაშვილის განმარტებით, ამჟამად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 პარტია ფინანსდება, აქედან 7 საპარლამენტო პარტიაა და 7 – არასაპარლამენტო. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 7 საპარლამენტო პარტია მიიღებს 300-300 ათას ლარს, ხოლო 7 არასაპარლამენტო პარტია მიიღებს 150-150 ათას ლარს:

 

“ერთჯერადად მიიღებს დაფინანსებას “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”, “ლეიბორისტული პარტია”, კახა კუკავას “თავისუფალი საქართველო”, ჯონდი ბაღათურიას -“ქართული დასი”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქრისტიან-დემოკრატები” და “ხალხის პარტია” მიიღებს.”

 

დეპუტატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, 14 პარტია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 7 პარტია არის საპარლამენტო პარტია, აქედან 6 არის კოალიციაში, მეშვიდე “ნაციონალური მოძრაობაა”. ხოლო დანარჩენი 7 პარტია ბიუჯეტიდან ფინანსდება, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი. ეს პარტიებია: ახალი მემარჯვენეები, საქართველოს გზა, ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი პარტია, ქრისტიან-დემოკრატები, ქრისტიან დემოკრატების სატელიტი პარტია – სახალხო მოძრაობა ჰქვია, ევროპელი დემოკრატები და კობა დავითაშვილის – ხალხის პარტია.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *