დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი წესის ამოქმედების საკითხის გადადებამ გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია:
“არჩევნების საკითხზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკურ პარტიებს ესაუბრა, ასევე, კონსულტაციები გაიმართა მთავრობასთან და მიღწეულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ. თემა, რომელიც პარტიებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივის სახით იქნება წარმოდგენილი და მას პარლამენტი შესაძლო ვადებში განიხილავს. ასე რომ, პარტიების დაფინანსების შესახებ ინტერფრაქციულ ფორმატში შეთანხმებული მოდელი განხილული იქნება პარლამენტში და მიღებული იქნება არჩევნებმდე”.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს III მოსმენით დაამტკიცებს.
