დეპუტატებმა წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირეს. როგორც კანონპროექტის ავტორი ამბობს, კომიტეტმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან და დარგის ექსპერტებთან ერთად კანონპროექტი დახვეწეს:

 

“ჩვენ საზოგადოდ შევჯერდით, კორექტირება მოხდა ჯარიმების. პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე 9 ათასლარიანი ჯარიმა ჩამოვიდა 6 ათას ლარზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 12 ათასი ლარი იქნება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ის ნივთიერებები და წამლები, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, და ნარკოლოგიიურ მდგომარეობას აუარესებენ, ეს მედიკამენტები შევა პირველ ჯგუფში. მეორე ჯგუფში თავს მოიყრის ის წამლები, რომელთა ურეცეპტოდ გაცემა დაუშვებელია, თუმცა ეს ნორმა ძალაში შევა 2014 წლის 1 იანვრიდან, რათა საზოგადოების ინფორმირება მოხდეს. ურეცეპტოდ გაყიდვაზე პირველ ჯერზე 500- ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო მეორეზე – 1000 ლარი.”

 

გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, აიკრძალება არასრულწლოვანისთვის რეცეპტით გასაცემი წამლების მიყიდვა:

 

“ასევე, აიკრძალება არასრუწლოვანებისთვის მიყიდვა იმ მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტით გაიცემა და რომელიც პირველ ჯგუფს არის მიკუთვნებული.”

 

კითხვაზე, თუ ოჯახში პირის ცუდად გახდომისას სახლში ბავშვის გარდა არავინაა, რატომ არ უნდა მიყიდონ მას წამალი აფთიაქში, დეპუტატი პასუხობს:

 

“ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ამ წამალს თვითონ მიიღებს, თუ ნამდვილად ოჯახის წევრი არის ცუდად და მას მიუტანს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *