ახალი ამბები

სეს: ცხენის/ვირის ხორცის შემცველობა 12 პროდუქტში გამოვლინდა

19 დეკემბერი, 2017 • 85230
სეს: ცხენის/ვირის ხორცის შემცველობა 12 პროდუქტში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. ყველა ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ ის საქონლის ან ღორის ხორცისგან იყო დამზადებული.

ხორცის სახეობრივ კვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან სააგენტომ მზა კერძებისა და სხვა სახის სურსათის 90 ნიმუში ამოიღო, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდა ცხენისა და ვირის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და  საეჭვოდ მიჩნეული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ.

ცხენის/ვირის ხორცის შემცველი პროდუქტების, მწარმოებლებისა და რეალიზატორების სია ასე გამოიყურება:

პროდუქტი: საქონლის ხორცის “ბასტურმა”
სინჯის აღების ადგილი: შპს “ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო” – თბილისი, მეველეს ქ. #4
მწარმოებელი: შპს “ნავთლუღის სავაჭრო შემსყიდველი საწარმო” – თბილისი, მეველეს ქ. #4

პროდუქტი: კოტლეტი
სინჯის აღების ადგილი: ი/მ ოთარი ხარშილაძე(სასადილო) – თბილისი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
მწარმოებელი:  ი/მ ოთარი ხარშილაძე(სასადილო) – თბილისი, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია

პროდუქტი: გაყინული ქაბაბი
სინჯის აღების ადგილი: შპს “იმედი2012” – თბილისი, გლდანის მე-8 მკ რაიონი კ.9
მწარმოებელი: შპს “იმედი2012” – თბილისი, გლდანის მე-8 მკ რაიონი კ.9

პროდუქტი: გაყინული გუფთა
სინჯის აღების ადგილი: შპს “გემო ნახე” – თბილისი, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
მწარმოებელი: შპს “გაუშა” – თბილისი, ბოგდან ხმელინსკის ქ.N103

პროდუქტი: საქონლის ხორცის ბასტურმა
სინჯის აღების ადგილი: შპს “იბერია”  – თბილისი, წინამძღვრიშვილის #133
მწარმოებელი: შპს”კავკასიაN1″ – თბილისი, ქინძმარაულის #1

პროდუქტი: კოტლეტი
სინჯის აღების ადგილი: ი/მ იზოლდა ევგენიძე” კაფე -ბარი ,,ჩვენებურები” – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ.N1
მწარმოებელი: ი/მ იზოლდა ევგენიძე” კაფე -ბარი ,,ჩვენებურები” – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ.N1

პროდუქტი: ფარში
სინჯის აღების ადგილი: ი/მ ,,ბაკური”, ბათუმი აგრარული ბაზარი – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N4
მწარმოებელი: ი/მ ,,ბაკური”, ბათუმი აგრარული ბაზარი – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N4

პროდუქტი: გაყინული ქაბაბი
სინჯის აღების ადგილი: შპს “გ.რ.ზ.ა” მარკეტი – ბათუმის ანგისის N2
მწარმოებელი: შპს “მეგა”

პროდუქტი: ხინკალი “რაჭა”
სინჯის აღების ადგილი – ი/მ “მაია გოგიჩაიშვილი”(მარკეტი) – ქარელი, სტალინისქ.N40
მწარმოებელი: შპს “მადა” – თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის დასახლება III მ/რ 4 კორპ., ბ. 45

პროდუქტი: საქონლის ხორცი “ოსტრი”
სინჯის აღების ადგილი: შპს “მაკრატელა“(სასადილო) – ქარელი, ნინოშვილის ქ.N22
მწარმოებელი: შპს “მაკრატელა“(სასადილო) – ქარელი, ნინოშვილის ქ.N22

პროდუქტი: გაყინული ხინკალი
სინჯის აღების ადგილი: ი/მ “თეიმურაზ ნიაზაშვილი”(საცალო ვაჭრობა) – გორი შინდისის გზატკეცილი N7
მწარმოებელი: ი/მ თეიმურაზ ნიაზაშვილი

პროდუქტი: ოსტრი
სინჯის აღების ადგილი: ი/მ “შალვა არჩვაძე” (საზოგადოებრივი კვება)
მწარმოებელი: ი/მ შალვა არჩვაძე

სააგენტო ყველა მწარმოებელს აფრთხილებს, რომ ცხენის ან ვირის  ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. უწყების ცნობით, პირუტყვი  უნდა იყოს იდენტიფიცირებული,  ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი ვეტერინარული ღონისძიებები (ვაქცინაცია და ა.შ)  და დაიკლას სასაკლაოზე. ასევე სავალდებულოა, ხორცი იყოს   ეტიკეტირებული და  მითითებული იყოს ხორცის სახეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი