ახალი ამბები

სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

18 დეკემბერი, 2017 • 2090
სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და მებრძოლი გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო ავრცელებს და მას ნეტგაზეთთან საუბარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, კუშტანაშვილი ფიგურირებდა ლაფანყურში მომხდარი შეტაკების ეპიზოდში. ის ლაფანყურის სპეცოერაციას ცოცხლად გადაურჩა.

chechensinsyria.com-ის მიხედვით, მარგოშვილი სირიაში ჩასვლის შემდეგ Jaish al-Muhajireen wal-Ansar-ის (იგივე კავკასიის იმირატი, სირიაში ემიგრანტებისა და მხარდამჭერების არმია) რიგებში იბრძოდა და მათი ლიდერი იყო მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფი თარხან ბათირაშვილმა დატოვა და ISIS-ს შეუერთდა. მარგოშვილამდე Jaish al-Muhajireen wal-Ansar-ს სწორედ თარხან ბათირაშვილი ხელმძღვანელობდა. 2015 წლიდან მარგოშვილი ალ ქაიდას მოკავშირე ალ ნუსრას ფრონტში იბრძვის, რომელიც სირიაში არის ასადის და ISIS მოწინააღმდეგე.

მასალების გადაბეჭდვის წესი