ახალი ამბები

სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

6 ივნისი, 2017 • 2309
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა, მუხმადი ბაღაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.

მუხმადი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა, ხოლო საქართველოში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სირიაში წასვლამდე ბაღაკაშვილი ოჯახთან ერთად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში ცხოვრობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 25 წლის მუხმადის გარდაცვალების შესახებ ოჯახმა ინფორმაცია წუხელ შეიტყო.

2012 წლიდან მოყოლებული, მუხამედ ბაღაკაშვილი 30-ე ადამიანია საქართველოდან, ვინც ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში ირიცხებოდა და ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი