საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
აღნიშნული ინფორმაცია “ინოვას” კლინიკის ონკოქირურგმა ირაკლი თოდუამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.
“პაციენტს გაუკეთდა 25 წლის წინ ოპერაცია, ნაღვლის ბუშტი ამოიჭრა და იყო დატოვებული პინცეტი. არაფერი აწუხებდა პაციენტს, სხვა პათოლოგიის გამო დასჭირდა ოპერაცია ახლა”, – განაცხადა ირაკლი თოდუამ.
ექიმის თქმით, გამოკვლევაზე მისულ პაციენტს მუცლის ღრუში პინცეტი აღმოაჩნდა, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოუღეს.