ახალი ამბები

“თელასმა” ქსელის რეაბილიტაციის გამო აბონენტების გათიშვა დაიწყო

25 ივლისი, 2013 • • 2424
“თელასმა” ქსელის რეაბილიტაციის გამო აბონენტების გათიშვა დაიწყო

“ენერგოსისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის, ზამთრის წინა პერიოდში ამ მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა ბოლო რამდენიმე წელია. გასულ ზამთარს სისტემის გამართული მუშაობა ენერგოსექტორში მომუშავე თითოეული თანამშრომლის დამსახურება იყო. აღსანიშნავია, რომ ელექტროგამანაწილებელი ქსელის საიმედოობისთვის და სტაბილურობისთვის აუცილებელია დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროული წარმოება”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

ელოშვილის განმარტებით, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისთვის, რათა ზამთრის თვეებში ქვეყნის ელექტრომომარაგებაში რაიმე სახის პრობლემები თავიდან იყოს აცილებული და ავარიების რისკი მინიმუმამდე შემცირდეთ.


ილია ელოშვილი, ვახტანგ ქინქლაძე.
ილია ელოშვილი, ვახტანგ ქინქლაძე.

“თელასის” ტექნიკური დირექტორის განცხადებით, გათიშვებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სხვადასხვა მედიასაშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის. 

 

“კომპანიაში მუშაობს ცხელი ხაზი- 2 25 52 11, სადაც თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, დაგეგმილი გათიშვების შესახებ ინფორმაცია ამომწურავად მიიღოს. ამასთან, შექმნილია ზამთრისთვის მზადების კომისია, რომელიც პასუხიმგებელი იქნება  სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს გაწერილი გრაფიკის მიხედვით და ხარისხიანად”, – აღნიშნა ვახტანგ ქინქლაძემ.

 

“თელასის” ტექნიური დირექტორის ვახტანგ ქინქლაძის ინფორმაციით, დღეს გეგმიურად გაითიშა თითქმის ყველა ცენტრალური უბნის ნაწილი:”დღის 4 საათამდე მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია. “თელასი” სარეაბიოლიტაციიო სამუშაოების კუთხით თანამშრომლობს ენერგეტიკის სამინისტროსთან. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით. ზაფხულში გვაქვს საშუალება, გეგმიური პროფლიალიქტიკური სამუშაოები ჩავატაროთ, რათა ზამთარში არ მოხდეს გათიშვები.” 


ილია ელოშვილის ინფორმაციით, გეგმიურ გათიშვებისათვის ემზადება “ენერგო პრო ჯორჯია” და “კახეთის სადისტრიბუციო კომპანია”. ენერგეტიკის მიმისტრის მოადგილის ინფორმაციით, აბონენტების გათიშვის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი