წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეების რაოდენობას პარლამენტი განსაზღვრავს. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია თვითმმართველ ერთეულებში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. გარდა ამისა, თვითმმართველი ერთეულების გამგეობებში (მერიებში) და საკრებულოს აპარატებში, როგორც მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე, შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნების ოპტიმიზაციას.
“უკანასკნელ წლებში ქვეყნის რიგი მუნიციპალიტეტების გამგეობებში შეიმჩნევა ყოველგვარი დასაბუთების, გათვლებისა და არგუმენტაციის გარეშე ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე, შტატით გათალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეების რიცხოვნობის ზრდა, რაც მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივი თვითმმართელობების ბიუჯეტებს,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
„გამგეობებში უამრავი ხალხია დასაქმებული, რომლებიც ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. ამიტომ მოხდება ერთგვარი ფორმულის დადგენა, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა რიცხვი განისაზღვრება. 30 საბაზო თანამშრომელი იქნება გამგეობებში და ყოველ 500 ამომრჩეველზე- ერთი თანამშრომელი,“ – განაცხადა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ.
