მისივე თქმით, ის ფული, რომელსაც სახელმწიფო წურბელებს აძლევს, პირდაპირ  ექიმებს უნდა მისცენ.

 

კითხვაზე, თუ რატომ უწოდა წურბელები სადაზღვევო კომპანიებს, დეპუტატი პასუხობს:

 

„მარტო მე არ ვთვლი ასე. როგორც მაჟორიტარმა, ასევე, სიით არჩეულმა დეპუტატებმა არაერთი მაგალითი მოიყვანეს, როდესაც ეს კომპანიები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად დადგენილ ვადებში იღებენ სახელმწიფო სახსრებს და შემდეგ ეს სახსრები არ მიდის არც პაციენტებამდე, არც ექიმებამდე. როდესაც მრავალი თვის დავალიანება აქვთ უკვე ექიმების წინაშე, როდესაც არ ხდება სადაზღვევო შემთხვევების დაზღვევა, ისინი ფულს იღებენ, მაგრამ ფულის გაცემაზე არ ფიქრობენ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ერთიან სადაზღვევო სქემაზე გადასვლა და სახელმწიფო ფული უნდა იხარჯებოდეს არა კერძო  კომპანიების მოგების მიზნით, არამედ უნდა მოხმარდეს ექიმებს და პაციენტებს. ყველა მოგებული დარჩება ამით – სახელმწიფოც, ხალხიც, ექიმიც, პაციენტიც. წაგებული დარჩება ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ერთადერთი საქმიანობის სფერო აქვთ დღეს – იყვნენ გამტარი სახელმწიფო ფულისა და სახელმწიფო ფულის დიდი ნაწილის დამლექავნი საკუთარ ჯიბეში. ეს წურბელობაა.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *