“კომიტეტი აპირებს ყველა ინფორმაციას მოუყაროს თავი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მოვუსმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკური უწყებებიდან. დღეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოგვაწოდა ინფორმაცია. ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას იმისთვის, რომ შევქმნათ საერთო ქართული პოზიცია კონფლიქტებთან მიმართებაში. ეს უნდა იყოს წონიანი დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო დონეზე. “
მისივე განმარტებით, დღევანდელი მოხსენებით მეტი ინფორმაცია მიიღეს:
“გავიგეთ მეტი ინფორმაცია, კოდორში რა ხდება, რა პროცესი მიდის არა მარტო ფიზიკურად, არამედ მორალური განწყობა, როგორი არის პოლიტიკური განწყობები, რა მიზნები აქვს ცხინვალს, მოსკოვს, როგორი ხედვები უნდა ჰქონდეს თბილისს. საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ არა მხოლოდ დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მათ საინტერესო ინფორმაცია აქვთ და ძალიან ბევრ საკითხებზე არიან კომპეტენტურნი.“

