ახალი ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ ბათუმში ინვესტიციებს ზრდის

24 ივლისი, 2013 • 1408
„ვისოლ ჯგუფი“  ბათუმში ინვესტიციებს ზრდის

 

 

 

„ჩვენი ბიზნესჯგუფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ დამატებით შეიქმნა 110 სამუშაო ადგილი” –  განაცხადა საგანგებოდ ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში ჩამოსულმა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ „ვისოლ ჯგუფი“ ისევ გააგრძელებს აჭარაში გაფართოებას.

 

 

სოსო ფხაკაძე: „მოხარული ვართ, რომ დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ სმარტში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ექსკლუზიური შეთავაზებითა და ევროპული სტანდარტის  მომსახურებით ისარგებლონ. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მომსახურების ახალი ცენტრი კი კიდევ უფრო გაუმარტივებს ავტომაგისტრალზე მოძრავ სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, სრულყოფილი მომსახურება მათთვის მოსახერხებელ ადგილას მიიღონ.

 

 

ავტოტექმომსახურების ქსელის „ვიანორის“ კიდევ ერთი ცენტრი კი კვლავ გაანებივრებს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და „ტოტალის“, „ფინასა“  და „შევრონის“ საავტომობილო ზეთებითა თუ სხვა ავტომანქანებისათვის აუცილებელი ექსკლუზიური პროდუქტებით. „ვიანორი “ უმსხვილესი მულტინაციონალური კომპანიაა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება „ვისოლ ჯგუფს“ ერგო წილად. ჩვენი ყველა თანამშრომელი უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს“.

 

 

„ვისოლ ჯგუფის“ ახალი ობიექტები

 

„სმარტი“

 

„სმარტის“ ახალი სუპერმარკეტები მომხმარებელს ყოველდღიური ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს შესთავაზებს. ორივე სუპერმარკეტში განთავსებულ „სმარტკაფეში“ შეიძლება დააგემოვნო უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტები, მზა კერძები, სასმელები და პარალელურად ისარგებლო უფასო ინტერნეტზონით.

 

 

გარდა ამისა, მომხმარებელს „სმარტკაფეში“ საშუალება ექნება, ისარგებლოს ბანკომატითა და სწრაფი გადახდის ტერმინალებით.

 

„სმარტის“ სუპერმარკეტები მომსახურების გამორჩეული ხარისხით მომხმარებლებს სრულ კომფორტს უქმნიან.

 

 

ახალსოფელში მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ ერთ-ერთი კონსულტანტი ლიკა დავითაძე გვიამბობს, თუ როგორ გახდა „ვისოლ ჯგუფის“ გუნდის წევრი.  „ვაკანსია როცა გამოცხადდა, შევიტანე განაცხადი, გავიარე ტესტირება, გასაუბრება, ჯერ ბათუმში, შემდეგ თბილისში. პრაქტიკული გამოცდილება თბილისში „სმარტის“ ერთ-ერთ ობიექტში მივიღე. სწავლების დროს ყველაზე დიდი ყურადღება მომხმარებელთან ქცევის წესებს ეთმობოდა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი კლიენტი უკმაყოფილო არ უნდა წავიდეს“.

 

 

„ვისოლ ჯგუფმა“ სმარტის ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. ახალგახსნილი სუპერმარკეტების გარდა, „სმარტი“ უკვე წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

 

„ვიანორი“

ამიერიდან ბათუმში მომხმარებელს შეეძლება „ვაინორის“კიდევ ერთი ცენტრით ისარგებლოს. „ვიანორი“ ადგილობრივ მომხმარებლებს „ტოტალის“, „ფინასა“ და „შევრონის“ საავტომობილო ზეთებს, „ფრამის“  საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს“ ავტონაწილებს, ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასა და სხვა სერვისებს სთავაზობს. „ვიანორის“  ავტოტექმომსახურების პირველი ცენტრი ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე 2012 წელს გაიხსნა.

 

მომსახურების ცენტრი

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ პირველი მომსახურების ცენტრი ბათუმში 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ადგილობრივ მომხმარებლებს მომსახურების სრულყოფილ პაკეტს სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი