უფრაქციო დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ:

 

“რაც 6 დამოუკიდებელი მაჟორიტარი გაჩნდა პარლამენტში, გაჩნდა კითხვაც, შეიქმნება თუ არა ახალი ფრაქცია, მაგრამ 6 დამოუკიდებელი მაჟორიტარიდან ერთ-ერთს, ბატონ იაშა შერვაშიძეს გარდაეცვალა ძმა და ამის გამო არ მოხერხდა დანარჩენი დეპუტატების შეკრება. შესაბამისად, არ გვიმსჯელია საერთოდ არაფერზე, შეიქმნება თუ არა ფრაქცია, ამაზეც არ გვიმსჯელია, ვინ იქნება თავმჯდომარე – არც ამაზე ჩამოვყალიბებულვართ. სავარაუდოდ, ალბათ, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია.”

 

მისივე თქმით, ფრაქციის შესაქმნელად შეხედულებების თანხვედრაა საჭირო:

 

“ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ფრაქცია შეიქმნება იმიტომ, რომ ადამიანები თუ არ დასხდნენ და არ დაილაპარაკეს, ისე, აბა, ზერელედ… მე არ გიდასტურებთ, რომ შეიქმნება ეს ფრაქცია. იმიტომ, რომ ჯერ უნდა დავილაპარაკოთ, ვართ თუ არა ერთი აზრის, რაღაცა ერთ პლატფორმაზე ვდგავართ, თუ არა, ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, თუ არა, და შემდეგ უკვე მოვილაპარაკებთ.”

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *