კომტიეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა კობა დავითაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

 

“კანონპროექტში საუბარია არასრულწლოვანისთვის თამბაქოს, ალკოჰოლის მიყიდვის აკრძალვაზე და შეზღუდვაზე, პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელების შეზღუდვაზე. საუბარია არასრულწლოვნის დაცვაზე არა მარტო ჰომოსექსუალური, ბისექსუალური, თუ პოლიგამიური კავშირების წამახალისებელი სცენებისაგან დაცვისგან, არამედ საუბარია იმაზე, რომ თვითონ არასრულწლოვნის პირადი ინფორმაცია იქნას დაცული სატელევიზიო პროგრამებში. ძალიან ხშირად ირღვევა არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმფცია, ან მისი პირადი ინფორმაცია ქვეყნდება მისი სახელის და გვარის მითითებით, ან სახის ჩვენებით.  ეს დღეს პრაქტიკულად არ რეგულირდება, რადგან მთლიანად მინდობილი აქვს ჟურნალისტურ თვითმმართველობას და ეთიკურ კოდექსს, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არასრულწლოვანისთვის ძალიან სავალალოდ მთავრდება ხოლმე. “

 

კობა დავითაშვილი დღეს უკვე აზუსტებს მის ადრინდელ შეფასებებს ამ საკითხზე და განმარტავს, რომ სერიალების აკრძალვას არ ითხოვს:

 

“ისეთი პროდუქცია, მათ შორის სერიალი იქნება ეს, თუ გადაცემა, კი არ აიკრძალოს, არამედ უკვე რომ მინიჭებული აქვს გარკვეული დამღა, რომ 12 წლამდე, ან 18 წლამდე ჩვენება არ შეიძლება, დადგინდეს, რომ პრაიმტაიმში, გარკვეულ დროსაც არ შეიძლებოდეს ჩვენება. უბრალოდ, დამღა კი არ იყოს და მერე მინდობილი იყოს… თუ მარტოა ბავშვი, თვითონ გადართოს ამ დროს, ან თუ უფროსი ჰყავს, გადაართვევინოს, არამედ შეიზღუდოს საათები, როდის შეიძლება ასეთი პროდუქციის დემონსტრირება და როდის არა. საერთოდ აიკრძალოს ასეთი ტიპის ხასიათის რეკლამები, რომელიც რეკლამაშიც ხშირად გამოიყენება ხოლმე.”

 

დავითაშვილის თქმით, მისი ინიციატივის საფუძვლად ლიტვაში მოქმედი კანონია გამოყენებული, რომელიც ევროკაშირის წევრი და ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის სამოდელოა.

 

კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებებს კანონებში – „მავნე ზეგავლენისაგან არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, „რეკლამის შესახებ კანონში“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *