თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო განათების დამონტაჟების გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდება.
მერიის ცნობით, 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის
გამზირი გადაიკეტება.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.