აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ფონდმა “ტასომ” მოამზადა და მისი შემუშავების პროცესში მონაწილეობა ქვეყანაში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, ქალთა ფონდი საქართველოში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რადარამი, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, ფილანტროპიას და ქველმოქმედებას შეიძლება ახორციელებდნენ ფიზიკური პირები, ფონდები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს ორგანიზაციები. გარდა ამისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, იმ შემთხვევებში, თუ ისინი გასცემენ ფინანსურ და სხვა რესურსებს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობისთვის ან/და მონაწილეობენ საზოგადოებრივ პარტნიორობაში.
როგორც “ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ” კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტით განისაზღვრება ფილანტროპიის, ქველმოქმედების და საზოგადოებრივი არტნიორობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებელი სუბიექტები და მათი უფლება-მოვალეობები, საქმიანობის განხორციელების ფორმები და სფეროები, ასევე ფილანტროპული და საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები.
რაც შეეხება “გრანტების შესახებ” კანონცპროექტს, ცვლილებების თანახმად, ფილანტროპიისა და ქველმოქმედების მიზნით გაცემული ნებისიერი ფულადი სახსრები განიხილება, როგორც გრანტი და შესაბამისი ფორმა ემატება კანონის მეორე მუხლში მოცემულ გრანტების დეფინიციას.
გრანტის გამცემი შეიზლება იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა, ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო(თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო, ან საქართველოს მთავრობა), ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.
გრანტს ასევე მიიღეს საქართველოს ის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მიზანიც არის ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისთვის
ხოლო “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, ფილნანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ცალკეული საქმიანობის მოგების, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას, ფილანტროპიული საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული თანხების გამოქვეთის პირობებს, ასევე, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილებას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან 1% გადაუხადოს “ფილანტროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის განმახორციელებელლ სუბიექტს.
როგორც კანონპროექტის 99-ე მუხლში ვკითხულობთ, მოგების გადასახადის დაბეგვრისგან გათავისუფლდება – ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაცოებოს მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა. ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულობები. გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება. დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება. მ) სახელმწიფოს, ან საქართველოს ეროვნული ბანკის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციითა და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებისგან პროცენტის სახით მიღებული მოგება და ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარუცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება. ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობისას მოწყობიდან ამოღებული მოგებისა. ღ) საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის ურიდიული პირის – საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მგოება და სხვა.
