ახალი ამბები

ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში 10%–ს გადალახავენ, მილიონ ლარს მიიღებენ

19 ივლისი, 2013 • • 1102
ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში 10%–ს გადალახავენ, მილიონ ლარს მიიღებენ

აღნიშნული კანონპროექტის ავტორი არის პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს უჭერს ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი 10–ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება.

 

როგორც ცნობილია, დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსით, სახელმწიფოსაგან ერთჯერად მილიონლარიან დაფინანსებას პოლიტიკური სუბიექტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში 5%–იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში იღებს, თუმცა კანონპროექტის ინიციატორებს სურთ, რომ ეს წესი საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაავრცელონ გადასალახი ბარიერის გაორმაგების პირობით.

 

ზემოხსენებული კანონპროექტი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განიხილება, რომელიც ივლისის თვეში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი